Total Pageviews

მამა გიორგი

მამა გიორგი (ბასილაძე)-ის ცხოვრება და მოღვაწეობ


   
         მამა გიორგი დაიბადა 1933 წლის 30 აგვისტოს,სოფელ წოგნარში(ქუთაისის მაზრა). მამა გახლდათ შალვა ბასილაძე,დედა ბარბარე ედიბაიძე.როგორც თვითონ მამა გაბრიელი ამბობს,მისი საგვარეულო ხაზი მიეკუთვენბა იმ ბასილაძეების შთამომავლებს,რომლების დიდ დავით მეფეს,სოფელხალზინოდან (დღევანდელი მართვილის რაიონი) ჩამოუსახლებია ოკრიბაში. მამა გიორგის ბაბუა,სამსონი, სასულიერო პირი ყოფილა.როგორც მამა გიორგის ახლო ნათესავები იხსენებენ,მისი რჩეულობა და განსაკუთრებულობა, ღმერთს გამოუვლენია.დედას,ბარბარეს,ახლო ნათესავებისთვის უამბია:ერთ დღეს, ,,მეზობელთან სასწრაფოდ,დახმარების მიზნით გადასულს,მძინარე ბავშვი კერიიდან მოშორებით,აკვანში დაუთოვებია, უკან დაბრუნებულს საოცარი სურათი დახვედრია:კერიიდან გამოტყორცნილი ნაკვერჩხალი აკვანში ჩავარდნილა...
           შუაზე დაუწვავს საბანი და არტახები,რომლებიც ძირს ეყარა,შიშველი ჩვილი კი სრულიად უვნებელი დახვედრია აკვანში.ელდანაშენი კივილით მივარდნილა აკვანთან...უცებ ხმა შემოსმენია:"რას მიშვრები,ქალო,მწვავ უმოწყალოდ?"...შოკში მყოფ დედას მაშინ ყურადღება არ მიუქცევია იმისათვის,რომ ჯერ ენა აუდგამს ბავშვს როგორ შეეძლო ეს სიტყვები ეთქვა!...დედას შემდეგაც გაუგია აკვნიდან ჩვილის ნათქვამი.ერთხელ თურმე შემოესმა:"ქალო,ნახეთ მაყვალა,მალე მიდის ამქვეყნიდანო"...და მართლაც. მოხუცი ნათესავი ქალი ორ კვირაში გარდაიცვალა.
        
          მამა გიორგის ბიძები იხსენებენ,რომ იგი ბავშობიდანვე ძალიან მშვიდი,ჩაფიქრებული,კეთილი და სიმართლის მოყვარული ყოფილა.უსამართლო შენიშვნაზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებდა თურმე:"სამი დღე ხმას არ იღებდაო,მეოთხე დღეს კი თვითონ იტყოდა შენდობას".ეს თვისება,როგორც მამა გიორგი ამბობს "მთელი ცხოვრების მანძილზე დაჩემდა დღემდეო...როცა კაცი უსამართლოდ მოგექცევა და გაწყენინებს,სამი დღე შეგიძლია გამოხატო და "დაემდურო",მერე კი თავად უნდა შეურიგდეო."მამა გიორგი მერვე კლასამდე სწავლობდა წოგნარის საშუალო სკოლაში.შემდეგ, ხელმოკლების გამო,იძულებული გახდა ფიზიკურად ემუშავა და თან ესწავლა სარამოს სკოლაში.
 1969 წელს ჩააბარა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.
 1973 წელს აკურთხეს მღვდლათ.მსახურობდა ხანმოკლე ვადებით ზესტაფონში და საჩხერის რაიონებში.
 დღემდე მსახურობს მოწამეთაში,დავით და კოსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში.
 

  კითხვა:მამო, როგორ დაიწყო ყველაფერი?
 პასუხი:მორწმუნეთა ოჯახში დავიბადე და,რაც თავი მახსოვს,მორწმუნე ვიყავი.12 წლის სახლიდან გავიპარე და სვეტიცხოველში მარტოკა მივედი.მაშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) გახლდათ,რომელიც გაოცებული დარჩა,ასე პატარა როგორ ჩავედი მცხეთაში და დარჩენის სურვილიც გამოვთქვი.მომეფერა და მითხრა:ჯერ პატარა ხარ,რომ გაიზრდები,მერე მოდიო.
 მახსოვს ვუთხარი:მერე ჩემთვის ადგილი რომ აღარ იქნეს მეთქი?
 გაეცინა და მითხრა:შენ გაიზარდა და ადგილს მე შეგინახავო.
 მაშინ სად იყო ასე ტრანსპორტი,"პოლტორკით"გამომაგზავრა და მძღოლს ადგილზე ჩემი ჩაყვანა სთხოვა.
        ერთი ამბავი მახსენდება:მაშინ სამხედროში ვიყავი.ერთხელ წვერის გაპარსვისას დავინახე,რომ სარკიდან ჩემი პირისახის ნაცვლად თეთწვერა მოხუცი მიყურებდა.ჩვენება რამდენიმე წუთი გაგრძელდა.იმ დღიდან წვერს ვეღარ ვიპარსავდი,სულ სისხლი მდიოდა,ვერ ვაჩერებდი.ნაწილის უფროსებმაც ნახეს და ნება დართეს,წვერი დროგამოშვებით გამეპარსა.მოხუცის სახე სულ თვალწინ მედგა.ერთხელაც,უკვე სიბერეში, სარკეში რომ ჩავიხედე,აღმოვაჩინე,ის მოხუცი თეთრწვერა კაცი,სამხედროში სარკიდან რომ მიყურებდა, ჩემი დღევანდელი სახე ყოფილა.სამხედროში საერო ცხოვრება მოჰყვა.ხუთიწელი ვიყავი.მერე სასულიერო სასწავლებელი.ლექტორად დღევანდელი კატოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო.რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემზე.
 მაშინდელ პატრიარქს,დავითს (დევდარიანი),ძალიან ვუყვარდი"მეძახდა.მერე სასულიერო ხარისხი"ცელებატი",აგერ უკვე 33 წელია აქ,მოწამეთაში ვარ...    

No comments:

Post a Comment